მთავარისიახლეებისამართალითბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, რომ სტრასბურგში მიმავალ ჯგუფში ტერორისტულ...

თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, რომ სტრასბურგში მიმავალ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დღეს გერმანიის საელჩოს წერილით მიმართეს.
 
მათ დიპლომატიურ უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რატომ, სად და ვისთან მიდიოდნენ სტრასბურგში.
 
სარალიძე და კილაძე კვირის ბოლომდე გერმანიის ელჩთანაც გეგმავენ შეხვედრას. ზაზა სარალიძე, ელისო კილაძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიზანმიმართულად ჩაუშალა.
 
„ველოდები ხელისუფლების წარმომადგენლებიდან იმ პასუხს, თუ რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე, რატომ მომექცა არა მარტო მე, არამედ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რატომ დამადანაშაულეს ტერორისტობაში. ფაქტია, რომ ტერორისტობაში დამადანაშაულეს და რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
როგორც მათ გაარკვიეს, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.
 
ელისო კილაძის განცხადებით, სტრასბურგში მათი სტუმრობის ჩაშლა პირდაპირ სუს-ის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კილაძის განცხადებით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცოპერაციას იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.
 
სტრასბურგში გამგზავრებას ელისო კილაძე შვილმოკლულ მშობლებთან ერთად 5 აგვისტოსთვის გეგმავდა.
 
როგორც სარალიძე, ისე მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ სამართალი არც ერთ საქმეზე არ დამდგარა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...