მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული მედია ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ვაჟის სიკვდილის გარემოებათა შესახებ

რუსული მედია ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ვაჟის სიკვდილის გარემოებათა შესახებ

Published on

ცნობილი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ვაჟის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის საქმე რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია.
 
ამ დრომდე არაფერია ახალი ინფორმაციაში, რომელიც ამის შესახებ ქვეყნდება. მედიასთან საუბარში ოფიციალური პირები ავითარებენ ვერსიას,   რომ ეს თვითმკვლელობაა, თუმცა უკვე ჟონავს ეჭვი, რომ გამორიცხული არ არის, საქმე მკვეთრად შებრუნდეს.
 
ბინაში, სადაც 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი იპოვეს, არ აღმოჩნდა ბარათი ან რამე სხვა ჩანაწერი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებდა.  ვრცელდება მხოლოდ მისი მეგობრების ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბოლო დროს ხშირად საუბრობდა დაღლილობაზე, იმაზე, რომ ცხოვრება მოსაბეზრებელი გახდა, იგი აშკარად მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო – აცხადებენ ისინი. საუბარია იმაზეც, რომ იგი მსგავსი შინაარსის  მესიჯებს უგზავნიდა მეგობრებს, თუმცა  ეს მესიჯები  ჯერ არ გამოქვეყნებულა. 
 
 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ხუბუტიას ვაჟის ცხედარი გუშინ იპოვეს მის მოსკოვურ ბინაში, თავში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით. იქვე ეგდო იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ოფიციალური ინფორმაციით,  იგი მიხეილ ხუბუტიას  სახელზეა დარეგისტრირებული.
დამლაგებელმა ქალმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ვერ გააღო კარი, რომელიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი, პოლიცია არ იძლევა ოფიციალურ პასუხს იმაზე, შეიძლებოდა თუ არა კარები  შიგნიდან სხვას, შესაძლო მკვლელს ჩაეკეტა და სხვა გზით გასულიყო ბინიდან.
 
თავად ბიზნესმენი  გუშინ მოსკოვში არ იმყოფებოდა, იგი დასასვენებლად იყო წასული სან -ტროპეში .
 

 .

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...