მთავარისიახლეებისაზოგადოებაუმაღლესი ქულა გეოგრაფიაში ვერცერთმა, ქართულში ერთმა, მათემატიკაში კი 22-მა აბიტურიენტმა აიღო

უმაღლესი ქულა გეოგრაფიაში ვერცერთმა, ქართულში ერთმა, მათემატიკაში კი 22-მა აბიტურიენტმა აიღო

Published on

დღეს გამოქვეყნდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და მათემატიკაში. რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი ამ საგნებში, რამდენმა აიღო უმაღლესი ქულა და როდის იქნება დანარჩენი გამოცდების შედეგები, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრება.
 
–ბატონო ივა, აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა ჩააბარა ქართულის, გეოგრაფიის და მათემატიკის გამოცდები და რამდენმა აიღო უმაღლესი ქულა ამ საგნებში?
 
-ქართული ენის ტესტი 80-ქულიანი იყო და გვყავს ერთი აბიტურიენტი, რომელმაც მიიღო 80 ქულა. პირველი ვარიანტი იყო ეს აბიტურიენტი.
 
მათემატიკაში უმაღლესი ქულა 22-მა აბიტურიენტმა აიღო. უნდა ითქვას, რომ წელს უფრო გაუიოლდათ მინიმალური ზღვრის გადალახვა მათემატიკაში, შარშანდელთან შედარებით და მათ შორის, უმაღლესი ქულის მიღებაც. მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, დაახლოებით, 80%-მა, ქართულში გადალახა 93%-ზე მეტმა, 6%-ზე მეტმა ვერ გადალახა, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც აუცილებლად შეიცვლება აპელაციის და გათანაბრების შემდეგ. საბოლოო სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება აპელაციის შემდეგ.
 
გეოგრაფიის ტესტი, დაახლოებით, 12- ათასმა აბიტურიენტმა დაწერა. უმაღლესი ქულა აქ არ დაწერილა. ზღვარი პირველ ვარიანტში 10%-მა ვერ გადალახა, მეორეში- 16%-მა. თუმცა ეს შედეგები პირველადია.
 
–ქართულში რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ მოსწავლეებს?
 
-ზოგადად, არგუმენტირებული ესეს დაწერა სირთულეს წარმოადგენს. ზოგადად, არა მგონია, ქართულის ტესტი გასჭირვებოდათ აბიტურიენტებს. წაკითხულის გააზრება უფრო უმარტივდებათ, როგორც წესი და უჭირთ არგუმენტირებული ესეს დაწერა.
 
–საბოლოო შედეგები როდის იქნება?
 
-ეტაპობრივად გამოცხადდება პირველადი შედეგები. ორშაბათს იქნება ხელოვნება, ისტორია, შეიძლება სამოქალაქოს შედეგებიც. შემდეგ დღეებში – ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. ამის შემდეგ იქნება აპელაციის პროცესი. აპელაციის განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილია 5 სამუშაო დღე. ასე წერია დებულებაში. შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების განხილვა. რამდენ ხანს გაგრძელდება უშუალოდ გასწორების პროცესი, დამოკიდებულია განცხადებების რაოდენობაზე. თუკი აპელაციების რაოდენობა ძალიან მაღალი იქნება, რაც არასდროს ყოფილა, უფრო დიდხანს გაგრძელდება. თუ არც ერთი არ იქნება, რაც ასევე არასდროს მომხდარა, მაშინ საერთოდ არ დაგვჭირდება დრო.
 
–სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შედეგები როდის იქნება?
 
-მაგისტრების შედეგები გამოქვეყნდება, ალბათ, აგვისტოს შუა რიცხვებში, 20 აგვისტომდე აუცილებლად, ასევე – მასწავლებლებისაც.
 
წყარო : EDU.ARIS.GE

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...