მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სენატორები მოითხოვენ შეეზღუდოს რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების...

აშშ სენატორები მოითხოვენ შეეზღუდოს რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება

Published on

ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს. სენატორების აზრით, რუსეთი ამ მექანიზმს ბოროტად იყენებს. აღნიშნული ინიციატივა მოცემულია კანონპროექტში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. 
 
ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება.
„აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, შიდა უსაფრთხოების მდივანთან კოორდინაციით, ინტერპოლში აშშ-ს გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთის მთავრობა შეზღუდული იყოს ინტერპოლის მექანიზმების გამოყენებაში, მათ შორისაა , რუსეთის მთავრობის მიერ წითელი ცირკულარის მექანიზმის გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის დაწესება“, – ნათქვამია კანონპროექტში. 
 
გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულნი არიან, რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზით ძებნაში გამოცხადებულ პირებს აშშ-ში შესვლა არ უნდა აეკრძალოთ. 
 
გუშინ ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...