მთავარისიახლეებისაზოგადოებაNYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

Published on

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST ავრცელებს. გამოცემა გიორგი ბაჩიაშვილს მოიხსენიებს როგორც “ბიტკოინის იდუმალ ინვესტორს” და წერს, რომ მან ვილა “სწრაფად გაყიდა”.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ვილა მოიცავს ღამის კლუბს, აუზსა და 2 კერძო ნავსადგომს. აღნიშნულ თანხად უძრავი ქონების გაყიდვა ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდულია.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან 18 თებერვალს გაათავისუფლეს. როგორც მაშინ პროკურატურამ განმარტა, “ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე”. მისი ადვოკატის თქმით კი გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა მას 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთ-საქართველოს საზღვართან, წითელი ხიდისა და სადახლოს მიმდებარე მწვანე ზოლში დააკავეს.

თავად ბაჩიაშვილმა ამის შემდეგ, სასამართლოში განაცხადა, რომ ის რეალურად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უშიშროებამ სასტუმროში დააკავა. მისივე თქმით, ის ორი დღის განმავლობაში დუბაიში თვალებახვეული ჰყავდათ ჩაკეტილი, რის შემდეგაც კომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით იძულებით ჩამოიყვანეს საქართველოში. ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ ბორტზე სუს-ის მაშინდელი უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...