მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტები მაია მიმინოშვილს მიმართავენ, თანაბარ პირობებში ჩააყენონ აბიტურიენტები და ზოგადი უნარების მე-3...

აბიტურიენტები მაია მიმინოშვილს მიმართავენ, თანაბარ პირობებში ჩააყენონ აბიტურიენტები და ზოგადი უნარების მე-3 ვარიანტის ბარიერი დაწიონ

Published on

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. სხვადასხვა ვარიანტის საკომპეტენციო მინიმუმი შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
I და IV ვარიანტები – 23 ქულა და მეტი; III ვარიანტი – 24 ქულა და მეტი; II ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
 
ქულათა მსგავსი გადანაწილება აბიტურიენტების გარკვეულმა ჯგუფმა გააპროტესტა. მათ გადაწყვიტეს, მაია მიმინოშვილისთვის ღია წერილით მიემართათ.„ქალბატონო მაია,
 
მოგმართავთ ზოგადი უნარების III ვარიანტის ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელწიფო ვალდებულია თავისი ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუქმნას თანასწორი და ადაპტირებული გარემო განათლების მისაღებად. ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 2018 წლის ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ნაწილში, ყველაზე რთულ ვარიანტად გამოცხადდა II ვარიანტი, რომელშიც პროცენტულად ჩაჭრილთა რაოდენობა ძალიან მიახლოებული, თითქმის თანაბარია, ჩვენი, მესამე ვარიანტში ჩაჭრილთა რაოდენობასთან, მათ შორის განსხვავება ძალიან მცირეა, (რეკორდულად მცირე წინა წლებთან შედარებით), ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, იმსჯელოთ აღნიშნული ვარიანტის ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით. მოგეხსენაბათ, დანარჩენ სამ ვარიანტში დაიკლო მინიმალურმა კომპეტენციის ზღვარმა, ხოლო მხოლოდ მესამე ვარიანტის დატოვება, ერთი მხრივ უსამართლო და ამასთან, ალოგიკურია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მესამე ვარიანტის აპლიკანტები აღმოვჩნდით სრულებით უსამართლო სიტუაციაში, რადგან გამოცდების განრიგში ცვლილებების გამო, ქართული ენის გამოცდის შემდეგ , პირდაპირ მოგვიწია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა ვარიანტებს შეეძლოთ ამ დროის განმავლობაში მუშაობა და შესაბამისად უკეთესი შედეგის დაფიქსირება. ობიექტური შეფასებით, მესამე ვარიანტი საშუალო სირთულის იყო, ხოლო მისი ყველაზე ადვილ ვარიანტად გამოცხადება არასწორი კრიტერიუმებითაა განპირობებული, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვითხოვთ კრიტერიუმების შეცვლას, უბრალოდ მოვითხოვთ ობიექტური გადავწყვეტილების მიღებას და შესაბამისად, თანასწორი გარემოს შექმნას თითოეული აბიტურიენტისთვის. გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული მომართვა და მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება."- წერია წერილში.

სიახლეები

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...