ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018-ის შედეგები ნელ-ნელა ცხადდება. აბიტურიენტებმა უკვე გაიგეს ზოგადი უნარების ქულები. დღეს დაიდო 4 უცხოური ენის გამოცდის შედეგებიც. პირველადი სტატისტიკური მონაცემებით, უცხო ენაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა 6%–ს ვარ აღემატება. უმაღლესი ქულა კი 109 აბიტურიენტმა მიიღო. პირველადი სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით, 6%-ია ჩაჭრილი უცხოურ ენაში. თუმცა აპელაციების, ვარიანტების სირთულის დონის დადგენის და სკალირების პროცესის შემდეგ შეიძლება ეს ციფრი ოდნავ შეიცვალოს. ოთხივე უცხოურ ენაში გამსვლელი ქულა 19-ია, მაგრამ თუ სტატისტიკური ანალიზი დაადგენს, რომ რომელიმე ვარიანტი იყო ოდნავ რთული, მაგ, ინგლისურში 4 ვარიანტი გვაქვს, გამსვლელმა ქულამ, შეიძლება 1-ით აიწიოს. ამ შემთხვევაში ჩაჭრილთა რაოდენობამ შეიძლება მოიკლოს. დაახლოებით, 15-20% არ წერს თემას უცხო ენის გამოცდაზე. ან წერს 2-3 წინადადებას, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ თემა არ დაუწერია
უცხო ენის გამოცდებში 90 ქულა 109 აბიტურიენტმა აიღო
სიახლეები
საზოგადოება
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...
მსოფლიო
რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი
"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...
სიახლეები
ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან
ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...
სიახლეები
ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...