მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის პორტში დღეს ანაკლიის სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი შემოვიდა

ფოთის პორტში დღეს ანაკლიის სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი შემოვიდა

Published on

 ფოთის პორტში დღეს ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის განკუთვნილი, ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი შევიდა.ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობითეს, გემი დატვირთულია სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით და ის პირველი გემია, რომელიც წამყვანმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია Van Oord – მა როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოგზავნა. 
 
მათივე ცნობით, ორ კვირაში შავი ზღვის სანაპიროს Van Oord – ის მეორე გემი მოადგება, ხოლო სექტემბრის პირველ კვირას ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი, „ათენა“ საქართველოში უპრენცენდენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოების შესასრულებლად შემოვა. 
 
„ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადადის. მალე ყველანი ერთად ურთულესი საზღვაო საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი გავხდებით. მაგალითისთვის მხოლოდ ორ ციფრს დაგისახელებთ: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე მოხდება 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟო მილების ჩალაგება ყოველ 1,5 მეტრის დაშორებით 10 მეტრის სიღრმეზე, ხოლო გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს”,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
 
ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მშენებლობა აგვისტოში საქართველოსთვის უპრენცენდენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოებით გაგრძელდება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...