მთავარისიახლეებიმსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

Published on

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრამ მრავალსართულიანი შენობები ნანგრევებად აქცია ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პერეირა და კალი. მათი ცნობით, სამაშველო ჯგუფები, პოლიციის, ჯარისკაცებისა და მოხალისეების დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული.
მიწისძვრის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოც ჩამოინგრა, რის გამოც ზოგიერთი პაციენტი შიგნით ჩაიკეტა, ხოლო 600-მდე ადამიანისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ნანგრევებით სავსე ქუჩაში გახდა საჭირო – ინფორმაცია ტელეკომპანია Caracol-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ირნე ტორეს კასტრომ განუცხადა.
კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...