მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს უზრდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს უზრდელობაში ადანაშაულებს

Published on

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხშირად ახასიათებს არაეთიკური გამონათქვამები, ის თავისი პირით თუ თანაშემწეების მეშვეობით არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევს ხშირად, არამედ უზრდელობაც არა ერთხელ მოგვისმენია პირადად მისი ან მისი თანაშემწეების მხრიდან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას – „წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს“
 
. პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე –ასეთია ირაკლი კობახიძის რეაქცია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მხრიდან უპარტიო კანდიდატის დასახელება „წინასაარჩევნო კურიოზად " მოიხსენია. ირაკლი კობახიძე პარალელს ავლებს ლიეტუვასთან და ამბობს, რომ დალია გრიბაუსკაიტე სწორედ ამ ფორმით არის არჩეული.
 
„ლიეტუვას პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე არის ზუსტად ასეთი სახით არჩეული. პირველ ჯერზე ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ რესპუბლიკურმა პარტიამ და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ამაში კომიკური არაფერი არ არის. სამწუხაროდ პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე ასეთი არაეთიკური გამოთქმებით რაღაცნაირად ჩრდილი  მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს თუმცა ამას ის ბუნებრივია ვერ ახერხებს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება გამოწვევა დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილის თავის კანდიდატურას. ირაკლი კობახიძე არც მეორე ტურის ჩატარებას გამორიცხავს. 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...