მთავარისიახლეებიყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირი

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...