მთავარისიახლეებინაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების ცნობით, საქართველო “გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები”.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის” და “ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას” – წერს უწყება.

ნაურუმ ოკუპირებული აფახეთი და სამხრეთ ოსეთი 2009 წელს აღიარა. ის ერთ-ერთი იმ 5 ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებდა

სიახლეები

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...