მთავარიUncategorizedიარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ - სუსი

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

Published on

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქალაქ თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების დადგენის, გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”- წერს სუსი.
უწყების ცნობით, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.

სიახლეები

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...