მთავარისიახლეებისაზოგადოებალალი ანთია წყლის მილების საქმეში მთავარ დამნაშავედ "ქართული ოცნების" დეპუტატს ედიშერ თოლორაიას...

ლალი ანთია წყლის მილების საქმეში მთავარ დამნაშავედ “ქართული ოცნების” დეპუტატს ედიშერ თოლორაიას ადანაშაულებს [Video]

Published on

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლალი ანთიამ ბრიფინგი გამართა. ანთიას თქმით, ის უახლოეს დღეებში პროკურატურის წინ განცხადებას გააკეთებს და სერიოზულ მტკიცებულებებს დადებს „ქართული ოცნების“  საპარლამენტო დეპუტატის ედიშერ თოლორაიას წინააღმდეგ.ლალი ანთიას განცხადებით, ის წყლის მილების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მხრიდან გამართლებულია და სასამართლო მას უფლებას აძლევს რომ მოითხოვოს მორალური კომპენსაციაც. წყლის მილების საქმეში მთავარ დამნაშავედ ის მაშინდელ გამგებელს ედიშერ თოლორაიას ასახელებს. თოლორაიასთანბ ერთად ანთია ყოფილ გუბერნატორსაც ადანაშაულებს,. მისი თქმით, ლევან შონია მაშინ პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მათი დაკვეთით ხდებოდა წყლის მილების ამოღება რიყეში.
„მე მივმართე ედიშერ თოლორაიას, რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ მე , ლალი ანთია არაფერ შუაში არ ვიყავი. სააგენტოები აგრძელებენ ჩემს დისკრედიტაციას დღისით, მზისით, ხდებოდა მილების ამოღება და გაქონდათ ჩასაბარებელ პუნქტში, ვიმნ ყავდათ იქ მუშები და როგორ ხდებოდა, ეს თქვას თოლორაიამ, ეყოს ვაჟკაცობა და თქვას სიმართლე, მან ყველაფერი იცის.თუ ლალი ანთია აკეთებდა ამას, რატომ ადგილზე არ დამაკავეს მაშინ? ედიშერ თოლორაია გამოვიდეს და უთხრას თავის ამომრჩეველს, რატომ არ ქონდა წყალი რიყეს, დეპუტატობა არაფერს ნიშნავს, დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს“-= განაცხადა ლალი ანთიამ.
ლალი ანთიას 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მილების ქურდობის საქმეზე  ედებოდა ბრალი. მის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით იყო აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. 
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...