მთავარისიახლეებიპოლიტიკაგავხდებით თუ არა ელისაშვილის ლუკმა? კბილები კი აქვს, მაგრამ ხომ...

გავხდებით თუ არა ელისაშვილის ლუკმა? კბილები კი აქვს, მაგრამ ხომ არ დაადგება გულზე სამობილიზაციო რესურსი?

Published on

ამ ვითარებაში, ამ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მთავარი შანსი აქვს ხელისუფლებას, რადგან აღნიშნული სიკეთის მიცემის რესურსები არის ფაქტობრივად მონოპოლიზებული მის ხელში. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ელექტორატის მოზიდვაში ხელი შეუშალოს, ეს არის ზეპარტიული, არასდანდარტული პოლიტიკური ელიტის წრამომადგენელი, როგორადაც მოიაზრება ელისაშვილი, მარგველაშვილი და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება საფრთხე ხელისუფლებას იმისა, რომ მეორე ტურის ინიცირება მოხდეს, მაგრამ თუ მარგველაშვილი ამ თემაში არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა ხელისუფლების შესაძლებლობები იზრდება, რადგან სამობილიზაციო რესურსს ალტერნატიული წასასვლელი უბრალოდ აღარ აქვს“, – აცხადებს ექსპერტი  გია ხუხაშვილი NDI -ის კვლევის შედეგების კომენტირებისას. .
 
მისი თქმით, იმ სურათის ფონზე, რა კვლევაც დაიდო და იმ სურათით, რაც დღეს არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება არჩევნების მეორე ტური განაპირობოს, ეს არის მხოლოდ ელისაშვილის ფაქტორი. 
 
“მთავარი ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მეორე ტური, მიმდინარეობს სწორედ ამ სამობილიზაციო ელექტორატისთვის. სამობილიზაციო ელექტრორატი არის ხელისუფლების ლუკმა და ერთადერთი, ვინც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ხელისუფლებას, ეს არის ელისაშვილი. რამდენს მოახერხებს ელისაშვილი და იქნება თუ არა ეს კრიტიკული რაოდენობა მეორე ტურის ინიცირებისთვს, ამას უკვე საარჩევნო კამპანია და ის შეცდომები განსაზღვრავს, რასაც ხელისუფლება, ან ელისაშვილი დაუშვებენ“, – აღნიშნა ექსპერტმა.
 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...