მთავარისიახლეებიიტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Published on

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის – იტალიის დაზვერვის სისტემაში ადრე დასაქმებული პირი. ამის შესახებ Reuters რომის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
გამოძიების ვერსიით, მთავარი ეჭვმიტანილი 59 წლის კარაბინერთა სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც წარსულში დაზვერვის სფეროშიც მუშაობდა. მას კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასა და კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სისტემებზე უნებართვო წვდომას ედავებიან.
პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები მოქმედი სამხედროებისგან მიღებულ დაცულ ინფორმაციას რუს აგენტს აწვდიდნენ. Reuters-ის მიხედვით, ამ აგენტს იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს.
საქმეზე გამოძიება 2025 წლის მაისში დაიწყო. მის ფარგლებში კიდევ ხუთი პირია გამოძიების ქვეშ.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...