ფოთში ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ასაკი 50-წლამდეა.მცდელობის მიუხედავად მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედრები პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. "მამაკაცმა სამაშველო რგოლს ხელი გაუშვა. ქალს კი ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და სავარაუდოდ, გული გაუსკდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ საშტორმო მდგომარეობის გამო ბანაობა აკრძალული იყო, ისინი ზღვაში მაინც შევიდნენ. ძალღონე არ დავიშურეთ, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს მაშველმა ამირან ნანავამ.ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოთის ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო
სიახლეები
სიახლეები
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა
რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...
სიახლეები
ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა
ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...
სიახლეები
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...
სიახლეები
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს.
„ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...