მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

Published on

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა.
“სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ისინი დაშალეს თუ არა. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები და ანგარიშს ყოველდღიურად ვიღებ. ფაქტი ისაა, რომ დღეს რეტრანსლატორები აღარ მუშაობს”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან მოეხსნათ რეტრანსლატორები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შაჰედების დასამიზნებლად იყენებს.
ბელარუსს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...