მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

Published on

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის იერიშებით გამოწვეული შეფერხებები შეამსუბუქოს.

გავრცელებული ცნობებით, საწვავის მიწოდების მხრივ გაჩენილი დეფიციტის გამო რუსეთის მასშტაბით არაერთ რეგიონში შეზღუდვები დაწესდა საწვავის გაყიდვებზე, იმატა ნავთობპროდუქტების ფასებმა და ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგები გაჩნდა.

Reuters-ის მიხედვით, ქვეყნიდან ნედლი ნავთობის გატანის გარდა რუსეთს ჩვეულებისამებრ ექსპორტზე ნავთობპროდუქტებიც გააქვს, თუმცა, უკრაინის იერიშების გამო კრემლი იძულებული გახდა, რომ ბენზინისა და რეაქტიული საწვავის ექსპორტი აეკრძალა.

რუსული Ведомости წერს, რომ 22 ივნისს რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში საწვავის იმპორტის იდეაც. ამასთან, Reuters-ს წყაროებმა აცნობეს, რომ ამავე შეხვედრაზე იმსჯელეს იმპორტირებულ საწვავზე სუბსიდიების დაწესებაზეც.

წყაროების თქმით, გასულ კვირას რუსეთში ბენზინის წარმოება 2025 წლის ივნისის დღიურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით შემცირდა. წინა კვირაში Reuters-ს ინდუსტრიის წყაროებმა ასევე აცნობეს, რომ რუსეთი ბენზინის დეფიციტთან გამკლავების მიზნით ზღვის მეშვეობით საწვავის იმპორტირებას აპირებდა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...