მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება

2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება

Published on

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებაც იციან, რომ აქვთ C ჰეპატიტის დაავადება, დროულად მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამას, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება. 
 
აკაკი ზოიძის განცხადებით, C ჰეპატიტით დაავადებული 150 000 ადამიანიდან ამ დროისთვის 65 000 პირი ფაქტობრივად, სრულად განიკურნა. 
 
„ეს არის უნიკალური პროგრამა. საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ძალიან მაღალია ჩვენთან C ჰეპატიტით ავადობა. ეს არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი არამხოლოდ ნარკოდამოკიდებულების მხრივ, არამედ იმის მხრივ, თუ როგორ იცავდნენ იმ პერიოდში ჰიგიენას საავადმყოფოებში. ამის გამო უკვე დადგენილია, რომ 150 000 ადამიანს აქვს ეს დაავადება. საოცრებაა, რომ 65 000 ადამიანიდან, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, 98%-მდე განიკურნა. 25 000 ადამიანმა კი იცის, რომ აქვს ცე-ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მივიყვანოთ სამკურნალოდ იმიტომ, რომ ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. მათ არ იციან, რამდენად მძიმეა ეს დაავადება, როდესაც არ აწუხებთ ეს პრობლემა, ჰგონიათ, რომ მომავალშიც არ შეაწუხებთ. სინამდვილეში, მათთვის ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. მობრძანდით, იმკურნალეთ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2020 წლამდე. 2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება. ჩვენი ოკუპანტი რუსეთი ვერ ახერხებს უმკურნალოს საკუთარ მოქალაქეებს და უამრავ ფულს ხარჯავს მარტო იმისთვის, რომ ამ პროგრამას დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...