მთავარისიახლეებიმსოფლიოპოლიტიკური ვენდენტა - ასე აფასებს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ტავის დაპატიმრებას

პოლიტიკური ვენდენტა – ასე აფასებს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ტავის დაპატიმრებას

Published on

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, დააპატიმრეს.
 
ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ბრალდებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
 
რობერტ ქოჩარიანს, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა, საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ასამართლებენ.
 
საქმე 2008 წლის პირველი მარტის მოვლენებს ეხება, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 250-კი დაშავდა.
 
მაშინ ერევნის ცენტრში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და პირველი პირის პოსტზე სახელსუფლებო კანდიდატის – სერჟ სარქისიანის, არჩევას აპროტესტებდა.
 
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რობერტ ქოჩარიანმა, სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამოძიებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობად შეაფასა.
 
ადვოკატების განცხადებით დაკავებული ამ ფაქტს პოლიტიკურ ვენდენტად აფასებს 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...