მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში ჟურნალისტმა შეიტანა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში ჟურნალისტმა შეიტანა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის კობა ქანთარიას წინააღმდეგ სპროკურატურაში  სარჩელი ჟურნალისტმა მალხაზ ბასილაიამ შეიტანა.ონლაინ გამოცემა “სმო-ნიუსის” დამფუძნებელი და ჟურანლისტი ქანთარიას გუბერნატორის მოადგილეობის პერიოდში ავტომობილის დაჯახების მცდელობას ედავება. ბასიალაის თქმით, ქანთარიამ თანმხლებ პირთან ერთად მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩემს მანქანაში შეტენვას და საქმის გასარჩევად წაყვანას ცდილობედნენ, უშვერი სიტყვებით მაგინებდნენ. მას შემდეგ ამითვალწუნა, მეკითხებოდა,  რატომ არ ვაპიარებდი კონკრეტულად მას და მე ვუპასუხე, რომ არაფერს აკეთებდა და ვერ გავაპიარებდი. მოვითხოვ, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რადგან, ჯერ ერთი, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მეორეც, თუ პროკურატურა  მისცემს კვალიფიკაციას, რომ დამნაშავეა, ის ნამდვილად არ უნდა იყოს სამეგრელო-ზემო სვანეთში მმართველი პირი", – განაცხადა ბასილაიამ.
 
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლი კობა ქანთარია ჟურნალისტის ბრალდებებს არ ეთანხმება და აბსურდულს უწოდებს.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...