მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

Published on

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ახლა ტრამპის გარემოცვასა და დიდი შვიდეულის ლიდერებს შორის ჩამოყალიბდა საერთო მოსაზრება, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევა აღარ შეუძლია.
“ეს მკვეთრი ცვლილებაა ტრამპის წინა პოზიციასთან შედარებით: 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ ის მიიჩნევდა, რომ უკრაინას „კოზირები არ ჰქონდა“ და ტერიტორიულ დათმობებზე უნდა წასულიყო. G7-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, ახლა კი აშშ და ევროპელი მოკავშირეები თანხმდებიან, რომ კიევის პოზიციები ძლიერდება“ – წერს Bloomberg.
სტატიის მიხედვით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საფრანგეთის ქალაქ ევიანში გამართულ სამიტზე, სადაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლე შეხვედრა მოაწყო. მათივე ცნობით, საუბრის დროს ზელენსკიმ ტრამპს აჩვენა კიევში მდებარე ტაძრის ფოტოები, რომელიც რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტზე ამან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს აღარ უხსენებია ზელენსკის მიმართ ადრე გაკეთებული მოწოდებები კაპიტულაციისა და დათმობების შესახებ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...