მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულმა ოცნებამ'' ქვეყანა გადაჭამა, ეკა ბესელია კი ისევ მიშას პიჯაკებზეა ჩაციკლული

,,ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადაჭამა, ეკა ბესელია კი ისევ მიშას პიჯაკებზეა ჩაციკლული

Published on

ე.წ პიჯაკების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს პროცესზე თემურ ჯანაშიას ადვოკატმა საპარალამენტო უმრავლესობის წევრის და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას დაკითხვა მოითხოვა. დაცვის მხარე ამტკიცებს,რომ ბესელიას მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ,ბადებს ეჭვს წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების შესახებ.
 
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. თუმცა მათი მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდა.
 
 
თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ მას სამართლიან სასამართლოში მონაწილეობის უფლება ერთმევა.
 
„ეკა ბესელიამ პირდაპირ ფეხქვეშ გათელა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თქვა, რომ საქმეზე სადაც განხილვები მიმდინარეობს, დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელად დანიშნული.
 
ამაზე კლასიკური შემთხვევა უდანაშაულობის პრეზუმფციის ფეხქვეშ გათელვის არ არსებობს.
 
გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეკა ბესელიას ეს განცხადება ეფუძნებოდა სასამართლო ხელისუფლებისგან წინასწარ მიღებულ დაპირებას“-აცხადებს თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია.
 
საქმის პროკურორი, გიორგი მუჯირი კი ამბობს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. პროკურორის თქმით, საჯაროდ გაკეთებული განცხადება ვერასოდეს იქნება სისხლის სამართლის საქმეზე განსჯის საგანი.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...