მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პორტი და მიწები, ჩინური ავიაკომპანიის შემოყვანა, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრა...არსებობდა თუ...

ანაკლიის პორტი და მიწები, ჩინური ავიაკომპანიის შემოყვანა, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრა…არსებობდა თუ არა რაიმე სახის გარიგება გიორგი კვირიკაშვილსა და ლევან შონიას შორის?

Published on

“მას შემდეგ, რაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარი აღარ არის და ის მწვავედაც გააკრიტიკა, მმართველი პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კვირიკაშვილით გამოძიებაც დაინტერესდეს. "ოცნების" დეპუტატების პასუხია, რომ "თუ კითხვები გაჩნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია".
 
რამდენად რეალურია, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ კითხვები გაჩნდეს – ანალიტიკოსების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს რეალურია და, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შემდეგ, პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ანაკლიის პორტი და მიწები, ჩინური ავიაკომპანიის შემოყვანა, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრა, კორუფციული გარიგებები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში… – ანალიტიკოსები კვირიკაშვილის მიმართ გამოძიების დაინტერესების სავარაუდო თემებზე საუბრობენ“, – წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაიჭერენ თუ არა კვირიკაშვილს
 
"ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხად კითხვაზე "რამდენად შესაძლებელია,  კვირიკაშვილს პატიმრობაც დაემუქროს, აცხადებს:  "მოვლენებს ნუ გავუსწრებთ", მთავარია, რომ კითხვები დაისმება და კვირიკაშვილმა პასუხები უნდა გასცეს, ხოლო ამის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ბრალის წარდგენა-არწარდგენასთან დაკავშირებით. ''
 
ანალიტიკოსის თქმით, კვირიკაშვილის მიმართ კითხვები ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებითაც შეიძლება, გაჩნდეს. მართალია, ხე-ტყესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა, მაგრამ გარკვეული ხმაური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა და კვირიკაშვილი ამ რეგიონის გუბერნატორს მფარველობდა. მფარველობდა, პირველ რიგში, პოლიტიკურად, ხოლო არსებობდა თუ არა რაიმე სახის გარიგება მასა და ლევან შონიას შორის და რა კავშირი აქვს შონიას ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ბიზნესთან, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
 
,,გაითვალისწინეთ, რომ სვანეთიდან ზუგდიდამდე ჩამოსასვლელი ერთი გზა არსებობს და ვინ აკონტროლებდა ამ გზას? საერთოდ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეეძლო თუ არა ან იყო თუ არა გარიგებაში ცალკეულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ესეც გასარკვევია.
 
ასევე გასარკვევია, კვირიკაშვილის ან ბრალეულობა, ანუ იყო თუ არა ამ საკითხში ჩართული, ან ის, რომ როგორც მთავრობის მეთაური დაუდევრად ექცეოდა მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, ქვეყანაში საკმაოდ დამაზიანებლად ვითარდებოდა. უფრო მეტიც, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ანაკლიაში, განმუხურსა და მიმდებარე სოფლებში მიწის დაკანონების საკითხებზე. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ცალკეულ პირებს დაკანონებული აქვთ საერთო სარგებლობის ადგილები: წყლის არხები, დაჭაობებული ადგილები, ტყის მასივები. სამართლებრივად გასარკვევია, ამ სტრატეგიული ადგილის ასე გადანაწილებაში რა როლი აქვთ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს", – წერს სტატიის ავტორი.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...