მთავარისიახლეებისაზოგადოებამნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი - ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

Published on

“მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით – ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც არის. მე მგონია, რომ პარტიას ყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე. ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩვენზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია. აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე და აქ არის მეორე – მაშინ, როდესაც ხაბე ციხეშია ეს ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო. მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი. მე ჩემს თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას” – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულასთან” საუბრისას.კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შეთავაზება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნანუკამ უპასუხა – “იყო, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. მე ამაზე რა თქმა უნდა უარი ვთქვი”გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი ენმ-ს უერთდებიან.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...