მთავარისიახლეებიპოლიტიკაელჩების ,,აღფრთოვანება'' მათთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ,,დამაორგანიზებლის'' თვალით

ელჩების ,,აღფრთოვანება” მათთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ,,დამაორგანიზებლის” თვალით

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა გააფრთხილეს ბიძინა ივანიშვილი რომ საპრეზიდენტში არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენა იქნებოდა ცუდი, გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები.  
 
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება.
 
ამავე დროს, როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ ელჩებში აღფრთოვანება გამოიწვია. 
 
,, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მე დავაორგანიზე და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. 
 
პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს. მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...