მთავარისიახლეებისაზოგადოება27 ივლისიდან სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები წესდება

27 ივლისიდან სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები წესდება

Published on

სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით შეზღუდვები დაწესდება, -განცხადებას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 
 
,,საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ. რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.'' – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში

სიახლეები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...