მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობიდან დაითხოვეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობიდან დაითხოვეს

Published on

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობიდან გაათავისუფლა.ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე დღეს დილით განაცხადა. ცნობილია, რომ შონიასთან ერთად გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე გუბერნატორი. პრემიერის  თქმით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც რეალურად არსებობს.
 
„იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თანამდებობიდან თავისუფლდებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის,ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. დაკავებული...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...