მთავარისიახლეები"ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ"...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

Published on

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს.

ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინე, სადაც ჩამოვთვალე ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შევძელი – დაწყებული რუსეთის მხრიდან იმ საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემით, რომლებითაც რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ – მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ,” – განაცხადა კალასმა. [შიფრი: ipn.ge]

კალასმა აღნშნა, რომ რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, თუმცა ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...