მთავარისიახლეებიპატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქს და პიტერ ანდრეოლს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. ასევე, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიის ინფორმაციით, მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის.

ამა წლის 27 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო.

კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა პირები.

აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა.

სტუმრებმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს,” – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...