მთავარისიახლეებიროგორ აბრუნებს "ქართული ოცნება" გაუქმებულ კორუფციულ სქემას - TI-ის ანგარიში

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

Published on

“ქართული ოცნება” სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართლო” ახალ ანგარიშში წერს.

ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნება“ იმ პრაქტიკას აბრუნებს, რომლის გამოც ხელისუფლება წლების განმავლობაში კრიტიკის ქვეშ იყო — საჯარო მოხელეებისთვის პრემიებისა და დანამატების არაგამჭვირვალე გაცემას.

TI-ის ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები სხვადასხვა სახელწოდებით გაცემული დანამატებისა და ბონუსების ხარჯზე, ფაქტობრივად, „12 თვეში 15 ხელფასს“ იღებენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი წარსულში სწორედ კორუფციულ პრაქტიკად ფასდებოდა და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ გაუქმდა, თუმცა ახლა კვლავ ბრუნდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამატებითი ანაზღაურებების გაცემის პროცესი ხშირ შემთხვევაში დახურული და გაუმჭვირვალეა, მოქალაქეებს კი არ აქვთ ინფორმაცია, რა კრიტერიუმებით ენიჭებათ ჩინოვნიკებს ბონუსები და პრემიები. TI მიიჩნევს, რომ მსგავსი სისტემა ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვასა და პოლიტიკური ლოიალობის წახალისებას უწყობს ხელს.

ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო სექტორში ანაზღაურებების სისტემა რეალურ რეფორმას საჭიროებს, რათა გამოირიცხოს არათანაბარი მიდგომები და ბიუჯეტის ფულის პოლიტიკური გავლენებისთვის გამოყენება. TI ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროოს დამატებითი ანაზღაურებების გაცემის პრაქტიკა და შექმნას მკაფიო, გამჭვირვალე წესები.

სიახლეები

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში და­კარ­გუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ არას­რულ­წლო­ვანს ოჯა­ხი და...