მთავარისიახლეებირუსეთი სომხეთს დაემუქრა, რომ თუ EU-სთან დაახლოებას გააგრძელებს, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთი სომხეთს დაემუქრა, რომ თუ EU-სთან დაახლოებას გააგრძელებს, გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

Published on

რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ შეთანხმება შეაჩეროს ან ცალმხრივად გააუქმოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა, ამის შესახებ 25 მაისს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს მედია “კომერსანტი”, რომელმაც წერილის ასლი მოიპოვა.

რუსეთმა და სომხეთმა შეთანხმება 2013 წელს გააფორმეს. მის ფარგლებში რუსეთმა უვადოდ გააუქმა საექსპორტო გადასახადები სომხეთში ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე. თუ შეთანხმება გაუქმდება, სომხეთს რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ან გადაუხდელ თანხებს რუსეთის წინაშე სახელმწიფო ვალად ჩაუთვლიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში სომხეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან რუსეთის მიწოდებების ჩანაცვლება გაუჭირდება. სომხეთი რუსეთიდან იღებს მთელი იმპორტირებული გაზის 85%-ს, ნავთობპროდუქტების არანაკლებ 62%-ს და შემოტანილი ალმასების 50%-ს.

ბოლო წლებში სომხეთი აქტიურად უახლოვდება ევროკავშირს. ერევანი იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. სომხეთმა ევროკავშირსა და აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ერევნის მხარდაჭერაზე ბაქოსთან კონფლიქტში. 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

მოსკოვი ცდილობს, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებზე გავლენა იქონიოს. კრემლის ბოტები მოქმედი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. გარდა ამისა, რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვებსაც აწესებს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...