მთავარისიახლეებისაია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

Published on

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.

საიას შეფასებით, სასამართლოს მიერ ლევან ხაბეიშვილის მიმართ ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა სცდება დასაშვებ ფარგლებს და აჩენს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის ფუნქცია შეითავსა.

მათივე თქმით, კორუფციული დანაშაულიდან სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად (საბოტაჟად) გადაკვალიფიცირებამ შეცვალა ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსი, რამაც სერიოზულად შეზღუდა ბრალდებულის დაცვის უფლება და დაარღვია ბრალდების უცვლელობის პრინციპი.

საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები, იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...