მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ - ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

Published on

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები სასამართლო დარბაზებში უნდა გასამართლდნენ.

დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ამ „ქოცების“, პროკურორების გასამართლება, – მიმართა ახალაიამ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. ეს აშინებთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში აქ საშიში არაფერია… ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელმა საქართველომ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ყველა უნდა გავასამართლოთ ამ სასამართლო დარბაზში. დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ამ „ქოცების“, პროკურორების გასამართლება”- განაცხადა ახალაიამ IPN.GE-ს მიხედვით.

განცხადება ექს მაღალჩინოსანმა წინასასამართლო პროცესზე გააკეთა, სასამართლ იხილავს საქმე ეხება ახალაიას მხრიდან დამხობისკენ მოწოდების ბრალდებას.
ბაჩო ახალაია თვლის, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადავიდეს. მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ თვლის.

ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალდება 4 ოქტომბრის საქმეზეც აქვს წარდგენილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...