მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი - ზელენსკი

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

Published on

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად სამართლიანია. ამჯერად უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა “სანქციებმა” მოსკოვის რეგიონს მიაღწია და ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ უნდა დაასრულოს თავისი ომი. უკრაინული დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის თავდაცვის ძალების ასეთი სიზუსტისთვის. დისტანცია უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან – 500 კმ-ზე მეტია. რუსული საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე დიდია, თუმცა ჩვენ ამას ვძლევთ. დიდება უკრაინას!“- დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გასულ ღამეს მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, 12 კი დაშავდა. თავდასხმა 10-ზე მეტ ობიექტზე მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, არის ისეთი ობიექტებიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებს 500-ზე მეტი დრონი დაესხა თავს. რუსეთში ტრანსნეფტის უმსხვილესი ნავთობის საცავი იწვის, ასევე უკრაინამ მოსკოვის ოლქში შერემეტიევოს აეროპორტი და ნავთობპროდუქტების სატუმბი სადგური, მოსკოვში კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...