მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

Published on

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა  – ინფორმაციას BMG კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იმედი – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლების სახით 10.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 77%-ით არის გაზრდილია
რუსთავი 2 – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლების სახით 7.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ყველაზე დიდი 300%-იანი ზრდაა
პოს ტვ-ის – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები 300 ათასი ლარით 2 მლნ ლარამდე გაიზარდა
ტვ პირველი – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები მხოლოდ 100 ათასი ლარით არის გაზრდილი
BMG – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით 300 ათასი ლარით გაიზარდა და 1.1 მლნ ლარი შეადგინა
ფორმულა – I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები 500 ათასით შეუმცირდა და 1 მლნ ლარი შეადგინა
💬 “2026 წლის პირველ კვარტალში ტელეკომპანია პირველის მიერ მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 1.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ სარეკლამო შემოსავალთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. ტელეკომპანია პირველმა დაახლოებით 10%-ით გაზარდა მაუწყებლის ეთერში განთავსებული 1 წამი რეკლამის ფასი 1 და 77%-ით გაზარდა რეკლამის დამკვეთების რაოდენობა.
2026 წლის პირველ კვარტალში ტელეკომპანია ფორმულას მიერ მიღებულმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ სარეკლამო შემოსავალთან შედარებით 33%-ით არის შემცირებული. სარეკლამო შემოსავლის კლება დიდწილად მაუწყებლის ეთერში განთავსებული რეკლამის დამკვეთების რაოდენობის 84%-იანი კლებითაა განპირობებული მაუწყებლის ეთერში განთავსებული 1 წამი რეკლამის ფასის 1 დაახლოებით 32%-იანმა კლებასთან ერთად” | აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
BMG-ის ცნობით, ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 87%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 7.6% – პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 5% – სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.03% და 0.01% კი განცხადებებისა და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული. ნაკლების ჩვენება

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...