მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არა, დასაქირავებელი რა გვჭირს, თვარა კი" - ასე იტყოდა მუხრან მაჭავარიანი. ...

,,არა, დასაქირავებელი რა გვჭირს, თვარა კი” – ასე იტყოდა მუხრან მაჭავარიანი. თურმე ,,მიშას ვერტმფრენი” საჭირო ყოფილა

Published on

საქართველოში დღეს ბელარუსიიდან მულტიფუნქციური ვერტმფრენი „მი 8“ შემოდის.
 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  აცხადებენ, , ამ მიზნით პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო.  პირველ ეტაპზე, ბელარუსულ კომპანიასთან სამთვიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და თუკი ამ ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა დადგება, შესაძლოა, ვერტმფრენი საქართველოში ოქტომბრის შემდგომაც დარჩეს. 
 
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ვერტმფრენთან ერთად იქირავეს უცხოელი მფრინავი. ვერტმფრენის ლოკაცია თბილისი იქნება.
 
 
„დღეს ჩამოფრინდება ვერტმფრენი საქართველოში, რომელიც იქირავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი და ქირაობს.   ვერტმფრენი „მი 8“. არის მულტიფუნქციური და შესაძლებელია  გამოვიყენოთ როგორც ხანძრების შემთხვევაში, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
 
„ეს ვერტმფრენი პირველ ოქტომბრამდე დარჩება საქართველოში. ვერტმფრენთან ერთად, ჩვენ ვქირაობთ პილოტსაც. მისი განთავსების ადგილი იქნება თბილისი, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ ლოკაციაზე. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში იქნება. თუ ისე მოხდება, რომ ხანძრების მაღალი ალბათობა არსებობს, ან არსებობს ვერტმფრენის ბევრ ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა, პირველი ოქტომბრის შემდეგაც, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მოქნილი ხელშეკრულება იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გავაგრძელოთ და იმაზე მეტ ხანს დარჩეს საქართველოში, ვიდრე ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს სამთვიანი ხელშეკრულება გაფორმებული პირველ ეტაპზე“, – განმარტეს უწყებაში.
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...