მთავარისიახლეებიზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ანდრიი ერმაკს, კორუფციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ანდრიი ერმაკს, კორუფციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

Published on

უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურებმა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

“უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) ბრალი წარუდგინეს უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრია და გარეული იყო კიევის მახლობლად მშენებლობაზე 460 მილიონი ჰრივნის [€8.9 მილიონი] გათეთრებაში”. – განაცხადა NABU-მ 11 მაისს.

ანტიკორუფციულ სააგენტოებს ერმაკის სახელი არ უხსენებიათ, თუმცა, ბრალდებები ეხება ე.წ. “მიდასის ოპერაციას,” რომელიც სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ენერგოკომპანია Energoatom-თან დაკავშირებულ €85 მილიონის ოდენობის კორუფციულ სკანდალს ეხება. გამოძიება შეეხო ზელენსკისთან დაახლოებულ სხვა პირებსაც – მათ შორის, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩსა და უკრაინის პრემიერმინისტრის ყოფილ მოადგილეს, ოლექსი ჩერნიშოვსაც. ორივე მათგანს კორუფციისთვის ბრალი გასულ წელს წარუდგინეს, თუმცა, ისინი ბრალდებებს უარყოფდნენ.

ზელენსკიმ კორუფციაში გახვეული ყოფილი ბიზნესპარტნიორი და კიდევ ერთი ბიზნესმენი დაასანქცირა
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ერმაკის სახლში ჩხრეკა გასული წლის ნოემბერში ჩაატარა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...