მთავარისიახლეებისამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრის პროცედურა დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრის პროცედურა დაიწყო

Published on

სამების საკათედრო ტაძარში კენჭისყრის პროცედურა დაიწყო – სინოდის გაფართოებულ კრებაზე რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო ყუთი დალუქეს.

დასალუქად გამოიყენეს სპეციალურად გაფაღრთოებული სხდომისთვის დამზადებული ბეჭედი, რომელიც აქამდე არ გამოყენებულა და არც ამის შემდეგ იქნება გამოყენებული.

პირველი ხმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მისცა.

ხმის მიცემის პროცესში ჯამში 39 მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას – დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.

ცნობისთვის, კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...