მთავარისიახლეებისაზოგადოებადიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

Published on

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების თქმით, მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას სთხოვენ, რომ განახორციელონ რეაგირება პოლიციის ჩამოთვლილ ქმედებებზე და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. თანამედროვე მედიკამენტებს და მრავალმხრივ კვლევებს, რომლებსაც ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, საქართველოში ეს სერვისები მიუწვდომელია და სახელმწიფო მათ არ აფინანსებს. დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღე ვატარებთ აქციებს სახელმწიფო კანცელარიის წინ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამალს და მკურნალობის დაფინანსებას.

ჩვენი აქციები არის სრულიად მშვიდობიანი და მიმდინარეობს ღია საზოგადოებრივ სკვერში, რომელიც 70-100 მეტრით დაცილებულია შენობებისგან და გზისგან. მიუხედავად ამისა, ადგილზე მუდმივად მობილიზებული პოლიცია გვიკრძალავს, რომ შევიტანოთ კარვები, პუფები და ბალიშები. 27 აპრილს ასევე აგვიკრძალეს პლედების შეტანა, თუმცა მას შემდეგ რაც მშობლებმა ეს პლედები ცალ – ცალკე დავიკავეთ ხელში, შემდეგ დაგვრთეს მათი შეტანის უფლება.

24-საათი ღია ცისქვეშ ხის სკამებზე (რომლებსაც არ აქვთ მისაყუდებელი) ამ ნივთების გარეშე მშობლების მუდმივად ყოფნა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთლობას. 27 აპრილს ერთ-ერთი მშობელი ამ პირობებში ყოფნის გამო მართლაც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.

გარდა ამისა, 20 აპრილის აქციაზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს არ მისცეს კანცელარიის მისაღებში შესვლის უფლება რათა თავად მოეთხოვათ პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე.

პოლიციის მითითებები არის სრულიად უკანონო. არ არსებობს საზოგადოებრივ სკვერში ამ ნივთების შეტანის აკრძალვის არანაირი საფუძველი.

პოლიციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა(სსკ. 161-ე მუხლი), დისკრიმინაცია (სსკ. 142-ე მუხლი), თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ. 333-ე მუხლი).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ განახორციელოთ რეაგირება პოლიციის აღნიშნულ ქმედებებზე და უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ავრცელებენ.

სიახლეები

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...

ოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის – გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების და პროტესტში დაპირისპირების დამთხვევა შემთხვევითი...