მთავარისიახლეებიპოლიტიკავერდი თუ ვაგნერი? რაზე ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და კვირიკაშვილი

ვერდი თუ ვაგნერი? რაზე ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და კვირიკაშვილი

Published on

თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეები იმსახურებენ კონკრეტულ პასუხს იმაზე, თუ რა კონკრეტული ხედვა გახდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის საფუძველი. 
 
"კვირიკაშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ავტორიტეტული იყო და ჰქონდა ნდობა. ბატონი კვირიკაშვილი რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით – პარტიის ლიდერთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები. ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საკითხზე. იქნებ ვერ შეთანხმდნენ ვერდის ოპერა უფრო მოსწონს თუ ვაგნერი ურჩევნია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი?! ხოლო თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი. თუ გოგენის ტილო ერთს მოეწონა და მეორეს ვან გოგის, ამის გამო პრემიერ-მინისტრები არ მიდიან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. .

სიახლეები

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...

პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას აგრძელებს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 26 ივლისს საკრებულოსთან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ"...

არაღჩი-ზელენსკი თავს დაესხა ირანულ სავაჭრო გემს… ეს უპასუხო არ უნდა დარჩეს

ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, უკრაინა გაეროს ქარტიის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა,...