მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში "ალარნაშ დღა/თანადგომის დღე" გაიმართა

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

Published on

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

ზუგდიდში გამართულ აქციას შეუერთდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მშობლებიც.

როგორც საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა, 26 მაისის მოახლოებასთან ერთად ისინი რეგიონებში შეხვედრებს ეტაპობრივად დაიწყებენ.

„რადგან 26 მაისი ახლოვდება, ვიწყებთ რეგიონებში სიარულს. დავიწყეთ ზუგდიდით, ხვალ გავაგრძელებთ. მე როგორც პატიმრის დედა, იმას აღარ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილის გათავისუფლება მოვითხოვო, რადგან ესენი მიხვდნენ, რომ ეს ბიჭები არაფრის აღიარებას აპირებენ და სასჯელს მოიხდიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ეს მთავრობა აუცილებლად გადადგეს“, – განაცხადა მარიზი კობახიძემ.

ამასთან, როგორც აქციების დროს დაკავებული სტუდენტის, გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ აღნიშნა, გაჩერებას არ აპირებს იქამდე, ვიდრე „პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან“.

„თუ რაიმე აქცია იქნება, თუ რაიმე ითქმება – იქ უნდა ვიყო მე, რადგან ჩემი შვილი 1 წელი და 4 თვეა გამოკეტილია. ვიდრე პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან, არც მე გავჩერდები“, – განაცხადა ნანი წულაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსი 515 დღეა რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დრომდე მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...