მთავარისიახლეებისაქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია.. მოსახლეობის 52% – 2 048 577 ქალია, ხოლო 48% – 1 881 004 კაცი.

საქსტატის ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და 54%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და 49%-ია.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 ადამიანი) და ქვემო ქართლის (441 630 ადამიანი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.
მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სოფლებში 38% (1 487 350 კაცი).

რეგიონების მიხედვით, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით.

ქალაქში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24%-ს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, საქსტატის ცნობით, მოსახლეობა ყველაზე მეტია 35-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 7.6%-ს შეადგენს. 10-14 წლის – 7.4%, 30-34 – 7.2%.

მათვე ინფორმაციით, ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულასაკობრივ ჯგუფში ქალების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რაოდენობას.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...