მთავარისიახლეებიSJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

Published on

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება.

“2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა ის, რაზეც პატიმრები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ: ციხეებში მათ სისტემატურად მიეწოდებოდათ დაბალი ხარისხის, ხშირად კი საკვებად სრულიად უვარგისი პროდუქტი. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ამ დარღვევებზე რეაგირება მხოლოდ საჯარო მხილების შემდეგ მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარვეზები, სულ მცირე, ექვსი წლის განმავლობაში არსებობდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 აპრილს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 201.5 მილიონი ლარის ღირებულების ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული თანხით მომდევნო სამი წლის განმავლობაში 14 საპატიმრო დაწესებულების კვება უნდა იქნას უზრუნველყოფილი. საჯაროდ გავრცელებული სატენდერო პირობების მიხედვით, 11,800-მდე ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კვებისთვის დღიურად 13.41 ლარია გამოყოფილი, რაც თითოეულ კვებაზე მხოლოდ 4.47 ლარს შეადგენს, რაც, აქამდე გამოვლენილი დარღვევების ფონზე, ეჭვებს აჩენს ამ თანხის საკმარისობის და მისაწოდებელი საკვების ხარისხის შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ააშკარავებს ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა კვების თვალსაზრისით არსებულ დარღვევებს. გამოვლენილი დარღვევები პირველ რიგში აჩენს სერიოზულ კითხვებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობისა და მათი ღირსების პატივისცემის კუთხით. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი-ის მე-10 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია-ის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ისეთი პირობები, რომლებიც არ სცდება თავისუფლების აღკვეთასთან ბუნებრივად დაკავშირებულ დისკომფორტს. დაბინძურებული, გაფუჭებული და ხშირ შემთხვევაში საკვებად უვარგისი საკვების მიწოდება, ასევე მისი არასაკმარისი რაოდენობა, მიუთითებს იმაზე, რომ პატიმართა ყოველდღიური ყოფა სცდება ამ გარდაუვალ ზღვარს და ეხება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ძირითად ასპექტებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ პატიმრები ხშირად იძულებულნი არიან, თავად უზრუნველყონ საკუთარი კვება, რაც დამატებით ტვირთად აწვება მათ.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმრების კვების ირგვლივ გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს პატიმართა უფლებების დარღვევას და არსებითია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს გამოვლენილი სისტემური ხარვეზების დაუყოვნებელი გამოსწორება, პატიმრებისთვის ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ხარისხიანი საკვების მიწოდება და ახალი კონტრაქტის ფარგლებში კვებითი მომსახურების განხორციელებაზე სათანადო მონიტორინგი და ამის თაობაზე საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...