მთავარისიახლეები9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

Published on

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი.

9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი მორალურად საბოლოოდ გატეხა და საწინდარი დაუდო ქართველი ხალხის გმირობიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

9 აპრილი იმის სიმბოლოა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას არასდროს შეწყვეტს, ხოლო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად”. – წერია კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებაში.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...