მთავარისიახლეები9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

Published on

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. იქვე იყვნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა.
მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე. ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია.
 9 აპრილს დაღუპულები:
• აზა ადამია – 22 წლის
• თამუნა დოლიძე – 28 წლის
• მზია ჯინჭარაძე – 43 წლის
• გია ქარსელაძე – 25 წლის
• თამუნა ჭოველიძე – 16 წლის
• ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის
• ეკა ბეჟანიშვილი – 16 წლის
• თინა ენუქიძე – 70 წლის
• ნანა სამარგულიანი – 30 წლის
• ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის
• მამუკა ნოზაძე – 22 წლის
• ნატო გიორგაძე – 23 წლის
• ვენერა მეტრეველი – 46 წლის
• მანანა ლოლაძე – 33 წლის
• ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის
• ზაირა კიკვიძე – 61 წლის
• მანანა მელქაძე – 23 წლის
• ნინო თოიძე – 25 წლის
• თამარ მამულაშვილი – 50 წლის
• მარინე ჭყონია – 25 წლის
• შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...