ირანში საჰაერო დარტყმას მაღალი რანგის სამხედრო პირი ემსხვერპლა — „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი დაიღუპა. ინფორმაციას The Times of Israel ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ხადემი ერთდროულად ხელმძღვანელობდა როგორც სადაზვერვო, ისე უსაფრთხოების სტრუქტურებს კორპუსის შიგნით. გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს გარდაიცვალა.