მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილი არანაირ კრიტიკაზე ადეკვატური არ არის და ამიტომ პრეზიდენტობა მისი ჯანმრთელობისთვის...

,,ბიძინა ივანიშვილი არანაირ კრიტიკაზე ადეკვატური არ არის და ამიტომ პრეზიდენტობა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია” – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი

Published on

 
"ბიძინა ივანიშვილს, ვისაც მე ვიცნობ, ნამდვილად არ ექნება სურვილი, ჩაებას კონკურენციაში. –  ამბობს გამოცემა ,,რეზონანსის'' კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
 
,,რა უჭირს საიმისო ბატონ ბიძინას, რომ გახდეს პრეზიდენტი?! მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ გზავნილი იმ ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის წარდგენა რომ უნდათ საპრეზიდენტო არჩევნებში; გადახედონ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, შესაძლებლობებს და ტყუილად არ დახარჯონ არც თანხები და არც ენერგია.
 
ბიძინა ივანიშვილს ერთი წუთითაც რომ გაეფიქრებინა პრეზიდენტობა, ეს იქნებოდა ასახული იმ კონსტიტუციაში, რომელიც უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ ყველაფერი, რაც პრეზიდენტის საქმიანობა იყო, უკვე ძირითადად "მიჭირხვნილია".
 
თანაც, ბიძინა ივანიშვილი არანაირ კრიტიკაზე ადეკვატური არ არის და ამიტომ პრეზიდენტობა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, სამსახურში სულაც რომ არ მივიდეს, მაინც ყველაფერს მას დააბრალებენ. ისე, გამორიცხული არაფერია, შეიძლება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტოს და გახდება კიდეც პრეზიდენტი, მაგრამ ორ კვირაში შეიძლება, გადაიფიქროს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს", – დასძენს სოსოს ცისკარიშვილი

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...