მთავარისიახლეებიაშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულო ხდება ვიზის განმცხადებლების სოციალური აქტივობის მონიტორინგი – მათ შორის, სოციალურ ქსელებში აქტივობა. ეს პრაქტიკა აქამდე ძირითადად სასწავლო ვიზებზე ვრცელდებოდა, ახლა კი სამუშაო და დიპლომატიურ ვიზებზეც გავრცელდება.

სავარაუდოდ, კონსულს გადაწყვეტილების მისაღებად – გასცემს თუ არა ვიზას – რამდენიმე სამუშაო დღე ან მეტი დასჭირდება.

რეგულაციები ძალაში 30 მარტიდან შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტი იმეორებს, რომ თითოეული ვიზის განხილვა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებას.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე ვიზის გაცემის პროცესში, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-ში შემოსვლის მსურველებს არ აქვთ ამერიკელებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, და რომ ყველა აპლიკანტი სარწმუნოდ ადასტურებს თავისი მოთხოვნილი ვიზის შესაბამისობას, მათ შორის იმას, რომ ისინი გეგმავენ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება მათი დაშვების პირობებს”, – აღნიშნულია სახ.დეპის განცხადებაში.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...